05.08.2021
- Advertisement -spot_img

ელენე ხოშტარია რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში წასვლაზე – როცა გახელაძის დედა ბენზინს ისხამს, ეს ადამიანები წავლენ და იცეკვებენ?

მოძრაობა “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში, ჩეხოვის ფესტივალზე წასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მაშინ როცა, ოკუპანტების მიერ, უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძის დედა ბენზინს ისხამს და შვილის გათავისუფლებას ითხოვს, ოკუპანტ ქვეყანაში წასვლა ცინიკურია.

“ძალიან ცინიკურია, როდესაც დღეს ქადაგიშვილი იძახის, რომ სავიზიტო ბარათია იქ [რუსეთში] წასვლა თურმე. ცეკვა – თამაში გახელაძის წამების ფონზე მოსკოვში – ესაა საქართველოს სავიზიტო ბარათი?

მაშინ, როდესაც გახელაძის დედა ბენზინს ისხამს თავზე, ეს კონკრეტული ადამიანები წავლენ და იცეკვებენ? ზალკალიანი რომ ამბობს, გავითვალისწინოთ, რომ ოკუპანტიაო, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ოკუპანტი, როცა ისინი შედეგს ვერ აღწევენ და ვერ გამოყავთ გახელაძე და მაშინ არ უნდა გავითვალისწინოთ, როცა იქ ცეკვა-თამაშია? წულუკიანი ამბობს ამ საკითხში ვერ ჩავერევიო და განსხვავებულ აზრს რომ გამოთქვამს მსახიობი, იმაში ერევა… წავიდეს წულუკიანი, მოიაროს საოკუპაციო სოფლები ხაზთან და ნახოს რა მდგომარეობაშია ხალხი, რა ინტენსივობით იტაცებენ ხალხს.

ამორალური პიროვნება, რომელსაც არ აინტერესებს გახელაძე, ოკუპაცია და ფული, მოსკოვში ტაში დაა “ბამბანერკა” ურჩევნია, ყოველთვის არსებობს და ეს ჩემი საქმე არ არის. ჩემი საქმეა ჩვენი ფულით როგორ იქცევიან და სახელმწიფო როგორ პოზიციას აფიქსირებს.

ვინ უნდა მოიკლას გახელაძისთვის თავი საერთაშორისო არენაზე, როდესაც ამის პარალელურად იქ მიდიან და ნიუსი უნდა დაიწეროს, რომ ქართული თეატრი გამოდის იქ?” – განაცხადა ხოშტარიამ გადაცემა “კომენტარში“.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საგარეო უწყება – რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების დამტკიცება წარმოადგენს საქართველოს უკანონო...

რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტის დამტკიცება...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img