13.10.2024
- Advertisement -spot_img

ელენე ხოშტარია – წარმოუდგენელია, გემს სანქცირებული ტვირთი მოჰქონდეს წინასწარი შეთანხმების გარეშე

პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ბათუმის პორტში სანქცირებული ნავთობით დატვირთული გემის შესვლის ფაქტს ეხმიანება და ამბობს, რომ გემი რომელიც 500 კილომეტს სანქცირებული ტვირთით გადის, წარმოუდგენელია ტვირთი მოჰქონდეს წინასწარი შეთანხმების და იმ გარანტიის გარეშე, რომ ამ ტვირთს აქ მიიღებენ.

“პორტში შემოსვლის მომენტისთვის ყველა გემი გადის პროცედურას, რომელსაც ამოწმებს ყველა უწყება მათ შორის საბაჟო, რომელიც მერე იტყუებოდა, რომ თითქოს მას შეხება ამასთან არ ჰქონია. სხვა შემთხვევაში გემი ვერ მოხვდებოდა პორტში.”

ელენე ხოშტარია, ასევე საუბრობს სანქციებისთვის თავის არიდების მექანიზმზე და ამბობს, რომ ამ სქემის მიხედვით პორტში შემოსულ გემს უცვლიან წარმოშობის დოკუმენტაციას იმისათვის, რომ შემდეგ სანქცირებული ტვირთის სხვაგან წაღება მოხდეს.

„საზოგადოებას მინდა გავახსენო, რომ 2020-21 წელს ამერიკის სენატორებმა განაცხადეს, რომ ვციტირებ: „ირანული ნავთობის უკანონო სამიზნე ისევ გახდა ბათუმის პორტი“. ანუ ეს არის აპრობირებული მეთოდი კონკრეტულად ბათუმში.”

ელენე ხოშტარიას ინფორმაციით ამ ფაქტის უკან დგას წარმოშობით ქართველი, შვედეთის მოქალაქე, დავით იაკობაშვილი, რომელიც საქართველოში ნავთობის ბიზნესით არის დაკავებული.

„მან 2014 წელს „როსტ ნეფტთან” პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და მისი კომპანიის 49% შეისყიდა „როსტ ნეფტმა“. სანქციების შემდეგ გადააკეთეს ფორმალური საბუთები. ის, ასევე პირდაპირ კავშირშია ევტუშენკოვთან, იმ ევტუშენკოვთან, რომელიც ესაუბრებოდა ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით და „ბორინკას” ეძახდა, და იყო ასევე სისტემის საბჭოში. საქართველოდან ამაში ჩართულია ეკონომიკის გარყვნილი მართვის არაფორმალური პირამიდა. შესასწავლია უჩა მამაცაშვილის და ლილუაშვილის როლი ამ სქემაში იმიტომ, რომ ფაქტია სახელმწიფო უწყებებმა გაატარეს ეს ტვირთი და მიიღეს ქართულ პორტში.”- ამბობს ელენე ხოშტარია.

თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ბათუმის ნავსადგურში 26 ივნისს შევიდა.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელიც სანქცირებული ნავთობითაა დატვირთული, ბათუმის ნავსადგურს ტოვებს.

უწყების განმარტებით, გემს პორტში შესვლის უფლება იმიტომ მიეცა, რომ არც გემი და არც მისი მფლობელი სანქცირებული არ იყო.

რაც შეეხება ტვირთს, შემოსავლების სამსახურის თანახმად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ დოკუმენტების შემოწმებით დადგინდა, რომ გემზე განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტი იყო.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

წინასაარჩევნო PR სტრატეგიები და ომის შიშით მანიპულაცია | ინტერვიუ ირა ჭელიძესთან

ინტერვიუ პოლიტიკური PR ტექნოლოგიების სპეციალისტთან ირა ჭელიძესთან. განვიხილავთ წინასაარჩევნო კამპანიებს, როგორ იზიდავენ ჩვენს ხმებს პარტიები.  რა სტრატეგიებით მუშაობენ და...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img