13.10.2024
- Advertisement -spot_img

ელისაშვილი ღარიბაშვილს – გვითხრეს პოლარიზაცია შეამცირეთო – თქვენ პრემიერ-მინისტრი ხართ, შეიძლება ასეთი ზიზღით ლაპარაკი?

გვითხრა იმ დალოცვილმა ხალხმა, რომელსაც ვეხვეწებით, რომ მიგვიღონ – პოლარიზაცია შეამცირეთო, ერთმანეთის მიმართ ზიზღს ნუ აფრქვევთო და რა ვნახეთ ახლა აქ? თქვენ პრემიერ-მინისტრი ხართ. შეიძლება ასეთი ზიზღით ლაპარაკი? – ასე მიმართა „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.

ელისაშვილის თქმით, „თუ რამე ანადგურებს საქართველოს, ეს არის ის, რასაც ორმხრივად ვუყურებდით“.

„მე და ალექსანდრე რაქვიაშვილი იმას ვფიქრობდით, რომ ავმდგარიყავით და წავსულიყავით, რადგან თუ რამე ანადგურებს ამ ქვეყანას, არის ის, რასაც ორმხრივად ვუყურებდით. გვითხრა იმ დალოცვილმა ხალხმა, რომელსაც ვეხვეწებით, რომ მიგვიღონ – პოლარიზაცია შეამცირეთო. ანუ, ზიზღს ნუ აფრქვევთ ერთმანეთის მიმართო და რა ვნახეთ ახლა აქ? არც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მომეწონა არაფერი, რადგან გვაქვს იმის დრო, რომ ვთქვათ ყველაფერი, რაც გულში გვიდევს, მაგრამ თქვენ პრემიერ-მინისტრი ხართ. შეიძლება კიდევ ასეთი ზიზღით ლაპარაკი? ზეგ უნდა გვითხრან, ვართ მაჩანჩალა ქვეყანა თუ ვართ იმ სამეულში. ასრულდება თუ არა ჩვენი წინაპრების ნატვრა თუ არა. ისტორიული მომენტი გვიდგას წინ, 3000 წლის განმავლობაში, რაც საქართველო არის სახელმწიფო, ასეთი მომენტი არასდროს გვქონია და რასაც ისედაც 10 წელია ვუსმენთ და ვუყურებთ, ამის გამო უნდა დავკარგოთ ეს ყველაფერი?

კეზერაშვილზე რომ ამბობთ, კი, ჯარი გაძარცვა და იცით ჩემი დამოკიდებულება კეზერაშვილისადმი. ნარკოტიკმიღებული დარბოდა ომის დროს და ასეთი კაცი 10 წელია რატომ ცხოვრობს არხეინად ნაძარცვი ფულით? აქ თქვენს პასუხისმგებლობას არ გრძნობთ? 300 000 კაცს რომ აქვს ციხე გამოვლილი სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ის მოსამართლეები და პროკურორები რატომ დააწინაურეთ? ეს არის ჩემი ყველაზე დიდი იმედგაცრუება თქვენი ხელისუფლებისადმი. მურუსიძე ლევანი, რომელიც იმ გადაწყვეტილებებს იღებდა, რატომ დააწინაურეთ? ჩინჩალაძე და კიდევ სხვები, არ ვიცი, რამდენი არის“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

წინასაარჩევნო PR სტრატეგიები და ომის შიშით მანიპულაცია | ინტერვიუ ირა ჭელიძესთან

ინტერვიუ პოლიტიკური PR ტექნოლოგიების სპეციალისტთან ირა ჭელიძესთან. განვიხილავთ წინასაარჩევნო კამპანიებს, როგორ იზიდავენ ჩვენს ხმებს პარტიები.  რა სტრატეგიებით მუშაობენ და...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img