16.10.2024
- Advertisement -spot_img

ელისაშვილი – ყველა აქციას ვუერთდები, რომლის მოთხოვნაც ქვეყნის ევროპული არჩევანია – დღევანდელ აქციაზე უნდა დავანახოთ ევროპასაც და ხელისუფლებასაც, რომ არ გვინდა ჩელიაბინსკის გარეუბნად ვიქცეთ!

ყველა აქციას ვუერთდები, რომლის მოთხოვნაც ქვეყნის ევროპული არჩევანია – დღევანდელ აქციაზე უნდა დავანახოთ ევროპასაც და ხელისუფლებასაც, რომ არ გვინდა ჩელიაბინსკის გარეუბნად ვიქცეთ! – ამის შესახებ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ელისაშვილის აზრით, ახლა ოპოზიციის ამოცანაა, ხელისუფლებას ევროკომისიის მიერ განსაზღვრული, 12 პუნქტისგან შემდგარი პირობები შეასრულებინოს და ძალისხმევა სწორედ აქეთკენ მიმართოს.

“ფაქტია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ გვაჯობეს და ჩვენ ჩავფლავდით.

ამიტომ, იმიტომ, ეს ასეა, ის ისეა… – ჩვენს ხელისუფლებას რომ არ ეკეთებინა ის, რაც განსაკუთრებით ევროპასთან და ევროკავშირთან მიმართებით აკეთა, ასე არ ჩავფლავდებოდით და მოლდოვასა და უკრაინასავით წელგამართული ვიქნებოდით. ახლა თვითგვემის და ევროპაზე ხელის ჩაქნევის დრო არ არის. რა არის არჩევანი? – შევუერთდეთ რუსეთს?! ღმერთმა დაგვიფაროს, ეს არ უნდა დავუშვათ! კარგად უნდა შევაჯანჯღაროთ საკუთარი თავიც და ხელისუფლებაც. გვაქვს ძალიან მკაფიო დავალებები და მკაფიო დრო – კონკრეტულ 12 პუნქტს თუ შევასრულებთ, ჩვენ გვეხსნება შესაძლებლობა მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა. დაკარგული არაფერი არ არის – ახლა ხელები უნდა დავიკაპიწოთ და მონდომებით ვიმუშაოთ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img