24.04.2024
- Advertisement -spot_img

ენტონი ბლინკენი – ლავროვმა დღეს გაიმეორა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ აპირებს, მაგრამ ჩვენ იმას ვხედავთ რაც ხილვადია

ჩვენ ხშირად გვესმის რუსეთის ხელისუფლებისგან, რომ ისინი უკრაინაში შეჭრას არ აპირებენ, დღეს ეს სერგეი ლავროვმაც გაიმეორა, მაგრამ ჩვენ იმას ვხედავთ რაც ხილვადია, ცვლილებები ქმედებებს მოაქვს და არა სიტყვებს, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ.

როგორც ბლინკენმა აღნიშნა, თუ რუსეთს სურს, მსოფლიო დაარწმუნოს, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს, მაშინ დეესკალაცია უნდა დაიწყოს.

„მე ლავროვს შევთავაზე, რაც ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია, რომ თუ მოსკოვს სურს, მსოფლიო დაარწმუნოს, რომ უკრაინის მიმართ აგრესიული ზრახვები არ აქვს, მაშინ ამისთვის საუკეთესო იქნება თუ დეესკალაციას დაიწყებს, უკრაინის საზღვრებიდან სამხედროებს წაიყვანს და დიპლომატიურ დიალოგში ჩაერთვება, რასაც დღესაც ჰქონდა ადგილი და რის გაგრძელებასაც მომდევნო დღეებსა და კვირებშიც ვაპირებთ“, – განაცხადა ბლინკენმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img