23.11.2024

ეპისკოპოსი სპირიდონი ტრანსფობიურ განცხადებებს აკეთებს და ომბუდსმენს შეურაცხყოფს

სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი ამბიონიდან ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ განცხადებებს აკეთებს და სახალხო დამცველს შეურაცხყოფს. 

14 მაისის ქადაგების დროს მან კიდევ ერთხელ დაასახელა ის ჰომოფობიური, ტრანსფობიური და ანტიდასავლური მიზეზები, რატომ არ უშვებს ომბუდსმენის წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში, სადაც არასრულწლოვნები ცხოვრობენ – სახალხო დამცველი წლებია, თავის ანგარიშებში ამ პანსიონში ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე მიუთითებს. 

“შენ კაცი და ქალი ვერ გაგირჩევია ერთმანეთისგან, პიდარასტი და ვაჟკაცი კაცი ვერ გაგირჩევია ერთმანეთში და ერთ სიბრტყეზე აყენებ კაცს. საჯარო რეესტრში გაატარე კაცი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა და ქალი გახდა და ქალი ჩაუწერე შიგნით და შენ ითხოვ, შეგამოწმებო? ვინ უნდა შეამოწმო, შე ბრმა, შე ყრუ. შე, ასე ვთქვათ, როგორ გითხრა ახლა.. რომელიც ელემენტარულ რამეს, ქალს და კაცს ვერ ასხვავებ ერთმანეთისგან, შენი თავის ვერ გაგიგია, ქალი ხარ თუ კაცი ხარ, ვერ გაგიგია, შენ ვინ უნდა შეამოწმო. მაგრამ დავალებული გაქვს ეს შენი ძმაკაცებისგან საზღვარგართიდან, გაერო… ნინოწმინდის ბავშვთა სახლს უჩივლეს გაეროში – რომელ გაეროში, რომელმაც კონჩიტა გამოიყვანა და თქვა, ეს არის ჩვენი დემოკრატია, ამას უნდა მივბაძოთო, ტრანსგენდერ ქალს. ლომჯარიას ჭკუაზე რომ ივლის ქართველი კაცი, ის ხომ დაიღუპება”. – თქვა სხალთელმა ეპისკოპოსმა. 

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს, მათგან ყველაზე უმცროსი – 5 წლის. 

თუმცა, მონიტორინგის განხორციელება ვერ ხერხდება – ეპისკოპოსი ომბუდსმენის წარმომადგენლებს არ უშვებს, 2020 წლის ივნისის შემდეგ კი დაწესებულებაში მხოლოდ 1 სოციალური მუშაკი 14 მაისს შევიდა. 

მაღალიერარქის მიზეზები ჰომოფობიური და დისკრიმინაციულია – როგორც ამბობს, სახალხო დამცველი ერთნაირსქესიანთა ქორწინების მომხრეა და ამიტომ “ასეთ ქალს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს”. 

სახალხო დამცველი წლებია ამბობს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები ფაქტიურად იზოლირებულები არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი.

პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო ნაბიჯებს არც სახელმწიფო დგამს. 

გაეროს ბავშვთა კომიტეტის სახელმწიფოს მიუთითა ვალდებულებაზე, ნინიწმინდის პანსიონში მონიტორინგი დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანომ. სახელმწიფოს რეაგირების შემდეგ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა კიდევ ერთი მწვავე შეფასება გააკეთა და სახელმწიფოს გაჭიანურებული რეაგირება გააკრიტიკა. 

57 ბავშვთან სამუშაოდ მხოლოდ 1 სოციალური მუშაკი 14 მაისს სწორედ ამის შემდეგ შევიდა.

წყარო: formulanews.ge 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img