29.03.2024
- Advertisement -spot_img

ექიმი – მიხეილ სააკაშვილს საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევები უტარდება, იღებს დანიშნულ მედიკამენტებს

N18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმის მანანა ელეფტეროვას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა უტარდება, იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ექიმი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია და მე-18 დაწესებულება გამოცხადებულია ე.წ. წითელ ზონად.

„მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიმდინარე წლის 8 ნოემბრიდან მკურნალობის კურსს გადის პაციენტი მიხეილ სააკაშვილი, მასზე მიმდინარეობს ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება. უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევები, იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტებს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას სხვადასხვა ტელევიზიების მხრიდან, თითქოსდა ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია და დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ მე-18 დაწესებულება გამოცხადებულია წითელ ზონად, სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება.

ასევე როგორც ექიმი, ჩემს კოლეგებს თხოვნით მოგმართავთ, თავი შეიკავეთ სიტუაციის დრამატიზებისგან, პაციენტების საუკეთსო ინტერესებიდან გამომდინარე“, – აცხადებს მანანა ელეფტეროვა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img