19.04.2024
- Advertisement -spot_img

ექიმი თორნიკე ჭაღალიძე ანევრიზმის შესახებ – გვეშინოდეს, თუ არა?

ექიმი თორნიკე ჭაღალიძე • Dr. Tornike Tchagalidze M.D

ალბათ ხშირად გაგიგიათ გამოთქმა ტვინში ანევრიზმა ქონდა ან ანევრიზმა გაუსკდა, ხშირად ეს სიტყვები სასამართლოს ვერდიქტივით ჟღერს და მოსასმენად მართლაც, რომ შიშის მომგვრელია, მაგრამ ადამიანებს ყველაზე მეტად სწორედ იმის გვეშინია, რაც არ ვიცით, ამიტომ დღეს შევეცდები მოკლედ მოგაწოდოთ საჭირო ინფორმაცია თავის ტვინის არტერიების ანევრიზმების შესახებ (სხვაგანაც გვხვდება ანევრიზმები, ყველას მიმოხილვა შორს წაგვიყვანს) და მათი მკურნალობის შესახებ.

დავიწყებ იმით, რომ ანევრიზმა ეს არის სისხლძარღვის კედლის პათოლოგიური გაფართოება კედლის დასუსტების ხარჯზე. არსებობს ორი ტიპის არტერიული ანევრიზმები პარკისებრი და ფუზიფორმული. პარკისებრი ანევრიზმის დროს სისხლძარღვის კედელი გამოიდრიკება ერთი მიმართულებით და ერთგვარ ქვევრს მოგვაგონებს სისხლძარღვის კედელზე მიბმულს, ხოლო ფუზიფორმული ანევრიზმების დროს სისხლძარღვის გაფართოება ხდება ყველა მიმართულებით. ყველაზე ხშირ ფორმას წარმოადგესნ პარკისებრი ანევრიზმები (ჰელსინკის კვლევის მიხედვით ყველა ანევრიზმების 97%).

ნორმალური სისხლძარღვის კედლისგან განსხვავებით, რომელიც შეიცავს სამ შრეს ინტიმას, მედიას და ადვენტიციას, ანევრიზმის კედლებში ეს თანწყობა მოშლილია და არ არსებობს დემარკირებული საზღვრები ამ შრეებს შორის, შესაბამისად თხელი და სუსტია ასეთი კედელი, ერთ დღესაც, რაღაც მომენტში ვეღარ უძლებს სისხლის წნევას, ზიანდება, სკდება და თან ახლავს ის უმძიმესი შედეგები, რის შესახებაც ხშირად გაგვიგია გარშემომყეფებისგან. თავის ტვინის ანევრიზმების გავრცელება პოპულაციებში სხვადასხვაა და მერყეობს 1%-დან 5%-მდე, რაც საკმაოდ დიდი ციფრია.

  • 1) არტერიული ჰიპერტენზია
  • 2) სიგარეტის მოწევა
  • 3) ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება
  • 4) ქალებში ანევრიზმების სიხშირე მამაკაცებზე 1.24-ჯერ მეტია
  • 5) დატვირთული მემკვიდრული ანამნეზი6)გენეტიკური დაავადებები პოლიკისტური თირკმლის სინდრომი და ელერს-დანლოსის სინდრომი.

რისკ ფაქტორები ანევრიზმის განვითარებისთვის:1)არტერიული ჰიპერტენზია2)სიგარეტის მოწევა3)ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება4)ქალებში ანევრიზმების სიხშირე მამაკაცებზე 1.24-ჯერ მეტია5)დატვირთული მემკვიდრული ანამნეზი6)გენეტიკური დაავადებები პოლიკისტური თირკმლის სინდრომი და ელერს-დანლოსის სინდრომი. ლოკალიზაციის მიხედვით გამოყოფენ წინა და უკანა ცირკულაციის ანევრიზმებს. სიხშირით ყველაზე ნაკლებად უკანა ცირკულაციის ანევრიზმები გვხდება, თუმცა უფრო ხშირია მათი გასკდომა და უფრო მეტი გართულებები ახლავს. მაინც რა იწვევს ანევრიზმის გასკდომას? რთული კითხვაა რადგან კონკრეტული დამნაშავის პოვნა რთულია მაგალითად ყველა რუპტურის (ანუ გასკდომის) 30% ძილის დროს ხდება, წნევის უეცარი მატება სხვადასხვა მიზეზებით განპირობები, ასევე ხშირად ხდება გასკდომა სექსის დროს.

პაციენტების 10%-15% ადგილზევე იღუპება, 10% საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე დღეში, მოგვიანებით ეტაპზე კიდევ უფრო იზრდება სიკვდილიანობა. ჯამში ა.შ.შ.-ში სიკვდილიანობა ანევრიზმის გასკდომის გამო 34%ს აღწევს, შესადარებლად ევროპაში 44%-ია. როგორ ამოვიცნოთ ეს მდგომარეობა? ანევრიზმის გასკდომის შემდეგ, პაციენტმა შეიძლება იგრძოს ძლიერი თავის ტკივილი, ხშირად ანევრიზმის მხარეს ემთხვევა ხოლმე ტკივილი და ეს ტკივილი პაციენტისთვის განსაკუთრებით საგრძნობია, ხშირად უთქვამთ, რომ მსგავსი ტკივილი ცხოვრებაში არასოდეს უგრძვნიათ, რამდენიმეს თავში დანის ჩარტყმის შეგრძნებისთვისაც შეუდარებია. შეიძლება ასევე თან ახლდეს კისრის კუნთების რიგიდობა და სხვა მენინგიალური ნიშნები: პირღებინება, ფოტოფობია.

პაციენტების 10%-15% ადგილზევე იღუპება, 10% საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე დღეში, მოგვიანებით ეტაპზე კიდევ უფრო იზრდება სიკვდილიანობა. ჯამში ა.შ.შ.-ში სიკვდილიანობა ანევრიზმის გასკდომის გამო 34%ს აღწევს, შესადარებლად ევროპაში 44%-ია.

დაქვეითებული ცნობიერება კომატუზურ მდგომარეობამდეც კი. ანევრიზმის რუპტურას თან ახლავს, სისხლის ჩაღვრა სუბარაქნოიდულ სივრცეებში, რაც იწვევს თავზურგტვინის სითხის წნევის მკვეთრ მატებას, შესაბამისი შედეგებით. დიაგნოსტიკის მეთოდებიდან გამოიყენება მრტ ანგიოგრაფია, კტ ანგიოგრაფია და დიგიტალური სუბტრაქციული ანგიოგრაფია. გადაუდებელი შემთხვევების დროს, ძირითადად გამოიყენება კტ ანგიოგრაფია. გაუმსკდარი და გამსკდარი ანევრიზმების მკურნალობის მთავარი მიზანია ანევრიზმის გამოთიშვა სისხლის ნაკადისგან, რათა არ განვითარდეს სისხლდენა. გამსკდარი ანევრიზმის შემდეგ გადარჩენილებში ძალიან მაღალი რისკია განმეორებითი სისხლდენის. ანევრიზმა ეს არის ერთგვარი ნაღმი, რომელსაც სასწრაფოდ განაღმვა ესაჭირეობა, სწორედ ესაა მიზანი გადაუდებელი ოპერაციის და არა უშუალოდ სისხლის ევაკუაცია, რაც პრინციპში არც ხდება ხოლმე სუბარაქნოიდული ჰემორაგიების დროს.

ვინაიდან სუბარაქნოიდულ ჰემორაგიას თავისი რისკები და გართულებები ახლავს თან, ხშირად რამდენიმე დღის გასკდომის შემდეგ დიაგნოსტირებულ ანევრიზმებში ნეიროქირურგები მიმართავენ მოცდის ტაქტიკას, რადგან ამ დროს ოპერაციულ ჩარევას შეიძლება თან ახლდეს გაზრდილი გართულებების რისკები. პირველად ანევრიზმის ოპერაციები დანერგა სისხლძარღვთა ნეიროქირურგიის მამამ უოლტერ დენდიმ 1937 წელს, გამოიგონა და გამოიყენა რა პირველი ანევრიზმის კლიპსი ჯონს ჰოპკინსის კლინიკაში, მას შემდეგ მეთოდები ბევრად დაიხვეწა, თუმცა დენდი პიონერი იყო ამ საქმის და გზა გაუხსნა კოლეგებს, ამ მეტად რთული დაავადების მკურნალობისთვის. ღია ოპერაციული მკურნალობის დროს, ანევრიზმის ცირკულაციიდან გამოთიშვა ხდება ისე, რომ არ დაირღვეს ცერებრული არტერიების ნორმალური სისხლის ნაკადი.

დღესდღეობით გამოიყენება მკურნალობის ასევე ენდოვასკულური მეთოდი, როცა ანევრიზმის პარკში სანათურის მხრიდან ხდება მავთულის ჭიმის შეყვანა, რომელიც ისე დაიხვევა, რომ ამოავსებს ანევრიზმის პარკს და ასე გამოთიშავს, მას ცირკულაციიდან. ორივე მეთოდს თავისი უპირატესობები და ჩვენებები აქვს, მეთოდს ირჩევს მკურნალი ექიმი ანევრიზმის ლოკალიზაციის, ტიპის და პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად.

მიუხედავად ყველა თანამედროვე მკურნალობის მეთოდებისა, თავის ტვინის ანევრიზმები დიდ გამოწვევას რჩება ცუდი პროგნოზული მაჩვენებლების გამო, ფაქტიურად 2/3 პაციენტებისა ან სამუდამოდ ინვალიდდება ან ემსხვერპლება ხოლმე ამ დაავადებას. ანევრიზმების ვერაგობა იმაშიც მდგომარეობს, რომ წინასწარ დიაგნოსტიკა სირთულეს წარმოადგენს რადგან მათი აბსოლიტური უმრავლესობა გასკდომის მომენტამდე უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ეჭვის მიტანა რთულია. წყარო: Handbook of Neurosurgery – Mark S. Greenberg Neurovascular Surgery – Robert F. Spezler

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img