16.04.2024
- Advertisement -spot_img

ექიმმა ზურაბ ფაღავამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი დატოვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი კარდიოლოგმა ზურაბ ფაღავამ დატოვა.

“ვებგაზეთთან” საუბარში ფაღავამ კონსილიუმის დატოვების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. 

ფაღავა ამბობს, რომ კონსოლიუმში დატოვა რეკომენდაციები, როდის და რა ტიპის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი. მისი თქმით, ამ რეკომენდაციებს კონსილიუმის სრული შემადგენლობა ეთანხმება. 

„ოქტომბრის დასაწყისში გადავიტანე კორონავირუსი, თავს კარგად ვგრძნობდი, მეგონა მდგომარეობიდან გამოვედი. შემდეგ მივხვდი, რომ დამატებითი დატვირთვა კომფორტული არ იყო. ჩივილები გამიჩნდა, ამიტომ შევაჩერე აქტივობა კონსილიუმში. აღარ ვმონაწილეობ“,-აღნიშნავს ფაღავა.

აღსანიშნავია,რომ რამდენიმე დღის წინ ზურაბ ფაღავამ მედიასთან განაცხადა, რომ კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის საკითხზე მსჯელობდა, თუმცა იმავე დღეს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე კონსილიუმს საუბარი არ ჰქონია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img