28.09.2021
- Advertisement -spot_img

ერაყში საქართველოს მოქალაქეებმა 4 კგ ოქრო და 3 მლნ-მდე დოლარი მოიპარეს

ერაყის ქურთისტანში, დაჰუკის საგუბერნატოროში, ბიზნესმენის სახლიდან 2 მილიონ 600 000 დოლარი და 4 კილოგრამი ოქრო მოიპარეს იმ დროს, როცა ოჯახი შინ არ იმყოფებოდა. ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ძარცვაში ქართველები მონაწილეობდნენ.

პოლიციის თქმით, ძარცვაში 4 პირი მონაწილეოდა. აქედან 2-მა დაგეგმა ძარცვა, 2-მა კი — განახორციელა. ამავე წყაროს ინფორმაციით, უშუალო მძარცველები საქართველოდან 31 აგვისტოს ჩავიდნენ.

მედიის ცნობით, ძარცვაში ბრალდებული ერთ-ერთი პირი ოჯახში დამლაგებლად 5 თვის განმავლობაში მუშაობდა. ეს ძარცვა მან 3 სხვა ადამიანთან ერთად 3 სექტემბრისთვის დაგეგმა. ეს იმ დროისთვის უნდა ექნათ, როცა ოჯახი შინ არ იქნებოდა.  პოლიციის ვერსიით, დამლაგებელმა კაცებს გასაღები მისცა.

ამავე წყაროს ინფორმაციით, მძარცველებმა ოჯახის არყოფნის პირობებში მარტივად შეძლეს ფულის  გატანა. ბიზნესმენის ოჯახმა სახლში დაბრუნების შემდეგ პოლიციას მიმართა. სახლში დამონტაჟებული კამერებით ნახეს, რომ ორი კაცი ნიღბებით იყო შესული.

მედიის ცნობით, მძარცველებმა ქურთისტანის დატოვება მოახერხეს, თუმცა ფულისა და ოქროს ტრანსპორტირება ვერ შეძლეს. პოლიციამ ნაქურდალის დიდ ნაწილს სათვალთვალო კამერების მეშვეობით მიაგნო და პატრონს დაუბრუნა.

პოლიციის ვერსიით, დამლაგებელი თურქეთში გადავიდა და 20 000 დოლარი წაიღო თან. დანარჩენი მძარცველები სად წავიდნენ, დაკონკრეტებული არ არის.

20-მდე პირი, რომელთაც ურთიერთობა ჰქონდათ ეჭვმიტანილებთან, გამოძიების ქვეშ არიან და სამი მათგანი დაპატიმრებულია.

მედიის ცნობით, ეს იყო წინასწარი დაგეგმილი ყველაზე დიდი ძარცვა დაჰუკის ისტორიაში.

netgazeti.ge

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ჯერ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში სულიერად, მენტალურად მათთან, ვისთანაც არაფერი გვქონია და არც გვექნება გასაყოფი

"ამ დღეს სოხუმი დაეცა.არა მხოლოდ ქალაქი სოხუმი, მთელი საქართველო დაეცა ამ დღეს.მახსოვს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში როგორ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img