თურქეთი არ არის განწყობილი დადებითად ნატოში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების პერსპექტივის მიმართ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებს სტამბოლში განუცხადა.
„ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ შვედეთთან და ფინეთთან დაკავშირებულ მოვლენებს, მაგრამ ჩვენ დადებითად არ ვართ განწყობილი, ვინაიდან მანამდე წინა ხელმძღვანელობის მიერ დაშვებული იყო ნატოსთან და საბერძნეთთან დაკავშირებით და თქვენ იცით საბერძნეთის დამოკიდებულება თურქეთისა და ნატოს წინააღმდეგ. ჩვენ არ გვინდა შეცდომა დავუშვათ ამ მხრივ მეორედ… ამ დროისთვის არ შეგვიძლია ეს დადებითად აღვიქვათ“, – განაცხადა ერდოღანმა.
მანვე განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნებში თავშესაფარს პოულობენ ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრები და რევოლუციური სახალხო-განმათავისუფლებელი პარტიის წარმომადგენლები.