19.04.2024
- Advertisement -spot_img

ერევანში ნიკოლ ფაშინიანის მომხრეები გამარჯვებას აღნიშნავენ

ერევნის ცენტრში სომხეთის პრემიერ – მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის პარტიის „სამოქალაქო თანხმობის“ მომხრეები იკრიბებიან, სადაც მიტინგს გამართავენ და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის პარტიის გამარჯვებას აღნიშნავენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

არსებული ინფორმაციით, რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. გადაკეტილია მიმდებარე ქუჩები.

შეკრებილებს ეროვნული დროშები უკავიათ და ელოდებიან, რომ მომხრეებს ნიკოლ ფაშინიანი სიტყვით მიმართავს.

ბოლო მონაცემებით, 20 ივნისს გამართულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე ფაშინიანის პარტია ხმათა დაახლოებით 54 %-ით ლიდერობს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img