08.12.2024

ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 9.6 % იყო, სურსათის ინფლაცია 3.1 პპ-ს, ხოლო საწვავის – 1.4 პპ-ს გაუტოლდა

ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 9.6 პროცენტი იყო.

შესაბამისი მოხსენებით პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილმა წარადგინა. ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს სურსათის ინფლაცია 3.1 პპ-ს, ხოლო საწვავის – 1.4 პპ-ს გაუტოლდა.

„2021 წელს საქართველოში ინფლაციას მზარდი ტენდენცია ჰქონდა. იანვარში კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გამო წლიური ინფლაცია შედარებით შემცირებული იყო და 2.8 პროცენტს შეადგენდა, თუმცა შემდეგ თვეებში თანდათან იზრდებოდა და უმაღლეს ნიშნულს, 13.9 პროცენტს, დეკემბერში მიაღწია. საბოლოოდ, 2021 წელს, ინფლაციამ საშუალოდ 9.6 პროცენტი შეადგინა. აქედან სურსათზე 3.1 პპ მოდიოდა, სადაც იმპორტირებული და იმპორტირებულ ნედლეულზე დამოკიდებული სურსათის ინფლაცია ჭარბობდა, ხოლო საწვავის ინფლაცია წლის განმავლობაში საშუალოდ 1.4 პპ-ს გაუტოლდა. ამის გარდა, ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვან გავლენას კომუნალური გადასახადების ფასები ახდენდა, რომელიც როგორც კომუნალური გადასახადების გაძვირებას, ასევე სტატისტიკურ ეფექტს მოიცავდა“,- აღნიშნულია ანგარიშში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img