09.12.2021
- Advertisement -spot_img

პაატა იმნაძე – ერთ-ერთ რაიონში ქელეხის სუფრის შემდეგ კიდევ ერთი „კლასტერი“ გაჩნდა

„ერთ-ერთ რაიონში ქელეხის სუფრის შემდეგ კიდევ ერთი „კლასტერი“ გაჩნდა“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განცხადებით, დღეს მსგავსი ეპიდვითარებაა, როგორც ოქტომბერში იყო, თუმცა იმ განსხვავებით, რომ შემთხვევების რაოდენობის გაორმაგება არ ხდება.

„დაახლოებით ისეთი მდგომარეობა გვაქვს, როგორიც იყო ოქტომბრის შუაში. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ მაშინ ყოველ ორ კვირაში ორმაგდებოდა და სამმაგდებოდა შემთხვევები. ახლა არის მატება, მაგრამ საბედნიეროდ, არ არის გაორმაგება. ეს იმის დამსახურებაა, რომ შემოდგომისგან განსხვავებით, დღეს მოქმედებს საღამოს შეზღუდვა და ასევე ის, რომ შაბათ-კვირას რესტორნები არ არის. დანარჩენი თითქმის იგივეა, რაც იყო. ამიტომ თუ გვინდა, რომ იგივე არ განმეორდეს რაც იყო, საჭიროა დღეს არსებული რეგულაციები მაქსიმალურად დავიცვათ“,- განაცხადა იმნაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება, 24 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ 10 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img