27.07.2021
- Advertisement -spot_img

ერთ წელიწადში ნავთობი საშუალოდ 33.5%-ით გაძვირდა – რა ღირს საწვავი საქართველოში

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობზე ფასების ზრდისა და მეორეს მხრივ, ლარის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, ერთი წლის განმავლობაში საწვავის ფასი საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამას ადასტურებს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საწვავის საშუალო ფასი 33.5%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება უშუალოდ საწვავის ტიპებს: ამ ერთი წლის განმავლობაში Regular 92-ის ფასი 46.7%-ით გაიზარდა და ბაზარზე მისი ღირებულება ერთ ლიტრზე საშუალოდ 2,88 ლარია. გარდა ამისა, გაზრდილია Super 95-ის ფასიც, კერძოდ, ამ ერთ წელიწადში მატება 41.84% იყო. მისი საშუალო ფასი საქართველოში 2,97 ლარია.

ერთ წელიწადში 32.52%-ით გაიზარდა ფასი Premium 98-ის საწვავზე და მისმა საშუალო ფასმა დაახლოებით 3 ლარი შეადგინა. ასევე 37.23%-ით მოიმატა ფასმა დიზელის ტიპის საწვავზე და მისი საშუალო ღირებულება ერთ ლიტრზე 2,88 ლარია.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში თხევადი გაზის (LPG) ფასი 4.34%-ით გაიზარდა და საშუალო ღირებულებამ ლიტრზე 1,35 ლარი შეადგინა. ამასთან, ერთ თვეში თხედავი გაზის ფასი შემცირების ტენდენციას ავლენდა და მისმა კლებამ 10.15% შეადგინა.

bpn.ge

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მართვის მოწმობის გამოცდის წესი იცვლება – 2022 წლიდან პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც ჩატარდება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.შინაგან...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img