09.12.2021
- Advertisement -spot_img

ერთი დოზით აცრილი კოვიდგატანილი ადამიანები სრულად აცრილებთან გათანაბრდებიან

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ადამიანები, რომლებსაც გადატანილი აქვთ კორონავირუსი და აიცრებიან 1 დოზით, სრულად აცრილ ადამიანებს გაუთანაბრდებიან.

„საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კოვიდ გადატანილი პირები, ვისაც ერთხელ აქვს გაკეთებული ვაქცინა, ისინი 2 დოზა ვაქცინირებულებთან გათანაბრდებიან და მათზეც იმავე რეგულაცია გავრცელდება, რაც სრულად ვაქცინირებული პირებისთვისაა“, – განაცხადა ღიბრაძემ.

მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დააზუსტა, რომ საქართველოში ორჯერ ვაქცინაცია მაინც ყველასთვის აუცილებელია.

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებითვე​ პირბადის ტარება საჯარო სივრცეში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება, ისევ სავალდებულო გახდა

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება, 24 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ 10 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img