13.10.2024
- Advertisement -spot_img

ეს აქცია იყო დასტური, რომ მოსახლეობა მზად არის იბრძოლოს ევროპული არჩევანის დასაცავად – თინა ხიდაშელი

გუშინდელი აქცია იყო დასტური, რომ მოსახლეობა მზად არის იბრძოლოს ევროპული არჩევანის დასაცავად და აჩვენებს ხალხის მზაობას, გააგრძელოს ბრძოლა ევროპული მომავლისთვის – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეას” დამფუძნებელი და ყოფილი თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

„საქართველოს მოსახლეობის განწყობები და დამოკიდებულებები ცნობილია. ვიცით, რომ ამ ქვეყნის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ გზას. ხალხი იმისთვის არ იყო გამოსული, რომ დაემტკიცებინა ის, რაც ისედაც ვიცით. ეს აქცია იმისთვის იყო, რომ აჩვენა მზაობა – გააგრძელოს ბრძოლა.

ეს არ არის პასიური მხარდაჭერა ან სახლში ჯდომა და ოცნება იმაზე, რომ ერთ დღეს ევროპელები გავხდებით. ეს არის სწორედ იმის დასტური, რომ მუდმივად, ყოველ დღე, რამდენი ხანიც არ უნდა დაგვჭირდეს, მოსახლეობა მზად არის იბრძოლოს ევროპული არჩევანის დასაცავად. ეს უნდა გაიგოს საქართველოს ხელისუფლებამ, ეს გზავნილი უნდა მიიღოს აქციიდან და შესაბამისად იმოქმედოს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

წინასაარჩევნო PR სტრატეგიები და ომის შიშით მანიპულაცია | ინტერვიუ ირა ჭელიძესთან

ინტერვიუ პოლიტიკური PR ტექნოლოგიების სპეციალისტთან ირა ჭელიძესთან. განვიხილავთ წინასაარჩევნო კამპანიებს, როგორ იზიდავენ ჩვენს ხმებს პარტიები.  რა სტრატეგიებით მუშაობენ და...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img