09.12.2021
- Advertisement -spot_img

ეს იყო საუკუნის ბრძოლა – გეიბლ სტივესონი გენო პეტრიაშვილთან ფინალის შემდეგ

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი, სამწუხაროდ, ფინალში დამარცხდა. ქართველმა მძიმეწონოსანმა (125 კგ) გადამწყვეტ ბრძოლაში ამერიკელ გეიბლ დან სტივესონთან წააგო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ტოკიოს ოლიმპიადის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ ფინალში 21 წლის მინესოტელმა მოჭიდავემ გეიბლ სტივესონმა ბოლო წამზე გაიმარჯვა.

21 წლის ამერიკელმა მოჭიდავემ, ოლიმპიადაზე ნამდვილი სენსაცია მოახდინა. მან ქულები მხოლოდ გენოსთან ორთაბრძოლაში დაკარგა. სტივესონმა ბოლო წამებზე შეატრიალა პეტრიაშვილთან ორთაბრძოლაც და აშშ-ს ოქროს მედალი მოუტანა. 

ფინალის დასრულების შემდეგ, ამერიკელმა მოჭიდავემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და ფინალურ შეხვედრას საუკუნის ბრძოლა უწოდა. “თქვენ ნახეთ ეს? Wow! შეუძლებელია, ეს შეუძლებელია. სიტყვები არ მყოფნის ამის გადმოსაცემად. ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია, მაგრამ დღეს განსაკუთრებული დღე იყო. 

ბოლო წამებზე დარწმუნებული ვიყავი, რომ შემეძლო შეხვედრის გადარჩენა. გენო ჩემს ტრიუკზე წამოეგო. ბოლოს ტაბლოს რომ შევხედე, 0.3 წამი რჩებოდა. ეს იყო საუკუნის ორთაბრძოლა” – თქვა სტივენსონმა.  

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება, 24 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ 10 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img