29.03.2024
- Advertisement -spot_img

ესპანეთი თავის ტერიტორიაზე Sinopharm-ითა და Sinovac-ით აცრილ ტურისტებსაც შეუშვებს

ესპანეთის სამეფოს ტერიტორიაზე 7 ივნისიდან ჩინური ვაქცინით Sinopharm-ითა და Sinovac-ით აცრილ ტურისტებსაც შეეძლებათ შესვლა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიღო. ინფორმაციას კი, ესპანეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს

იმისათვის, რომ ტურისტებმა ესპანეთის ტერიტორიაზე შესვლა შეძლონ, მათ უნდა წარადგინონ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ჩატარებული აცრის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

“ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად, მიმდინარე წლის 7 ივნისიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, ესპანეთის სამეფოს ტეროტორიაზე შემოსვლა შეეძლებათ შეზღუდვების გარეშე თუ წარმოადგენენ კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს. მნიშვნელოვანია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვაქცინაციის სრული კურსი ესპანეთში გამომგზავრებამდე 14 დღით ადრე უნდა ჰქონდეთ ჩატარებული იმ ვაქცინით, რომელიც ავტორიზებულია ევროპის მედიცინის სააგენტოს (ფაიზერი, მოდერნა, j&j/იანსენი, ასტრაზენეკა) ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ(სინოფარმი, სინოვაკი)”. – წერია საელჩოს განცხადებაში. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img