28.03.2024
- Advertisement -spot_img

ესპანეთში ქვევრები ქართული წესით ჩაყარეს

უკვე 6 წელია, ესპანელი მეღვინეები ღვინოს ქართული ქვევრის მეთოდით აწარმოებენ. ევროპელ მეღვინეებში ქართული ღვინით და დამზადების წესებით დაინტერესება მზარდია.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ესპანელი მეღვინეები ჯერ საქართველოში ნამყოფიც არ არიან და გამოცდილებას დისტანციური გზებით აგროვებენ.

საქართველოში ქვევრის ღვინოს 8 ათასწლოვანი ისტორია აქვს.
ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკომ (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

ქვევრი ღვინის დასაყენებელი და შესანახი უნიკალური თიხის ჭურჭელია. საქართველოში აღმოჩენილი ქვევრის ტიპის უძველესი ჭურჭელი განეკუთვნება ძვ. წ. VI-V ათასწლეულებს. დღეს არსებული ქართული ქვევრის ფორმა ძვ. წ. III-II ათასწლეულში ჩამოყალიბდა. ამ პერიოდამდე, ძირითადად, პატარა ქვევრები იყო გავრცელებული, რომლებიც სიმაღლეში 1-1,5 მეტრს არ აღემატებოდა და ჰქონდათ ბრტყელი ძირი და განიერი მუცელი. ამჟამად ყველაზე ფართოდ გავრცელებულია კვერცხისებური ფორმის ქვევრები.
ქვევრის ტევადობა რამდენიმე ასეული ლიტრიდან იწყება და რამდენიმე ტონას აღწევს. განსაკუთრებით დიდი ზომის ქვევრებით კახეთი გამოირჩევა, სადაც შესაძლოა 6-8 ათასი ლიტრის ტევადობის ქვევრების ნახვაც. ყველაზე გავრცელებულია 1-2-ტონიანი ქვევრები.

ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრი, ბორდო, საფრანგეთი.

2017 წლიდან, ქართული ქვევრი ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრის მუდმივი ექსპოზიციის ნაწილია – “იუნესკოს“ მიერ, „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის“ მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებასთან დაკავშირებით, ბორდოში Cité des Civilisations Du Vin-ის ცენტრალურ შესასვლელში დიდი ზომის ქვევრი განთავსდა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img