23.11.2024

ესტონეთის პრემიერი – უნდა მოვემზადოთ უარესისთვის, რადგან უარესი ჯერ კიდევ წინ არის

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უნდა მოვემზადოთ უარესისთვის, რადგან უარესი ჯერ კიდევ წინ არის. პრესკონფერენეციაზე კალასი რუსეთის თავისუფალი სამყაროსგან იზოლირების მოწოდებით გამოვიდა და ხაზი გაუსვა უკრაინისადმი ერთობლივი მხარდაჭერის აუცილებლობას.

„ჩვენ გავაგრძელებთ ახალი ინსტრუმენტების მოძიებას ჩვენს „ხელსაწყოების ყუთში“, ვიდრე პუტინის ომის მანქანა არ პარალიზდება“, – დასძინა კალასმა.

სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ აშშ „აგრძელებს იმედს უკეთესობისკენ“, მაგრამ „უარესისთვისაც მზადაა“.

ამერიკის მთავარი დიპლომატის თქმით, დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი სულ უფრო იზრდება და არ წყდება ცნობები ჰუმანიტარულ დერეფნებზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვების შესახებ.

„პრეზიდენტი პუტინი რუსეთს გარიყულად აქცევს“, – თქვა ბლინკენმა და იქვე დასძინა, რომ რუსი ხალხი უკვე გრძნობს ამის შედეგებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img