16.10.2024
- Advertisement -spot_img

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა – მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც ბირმინგემში, 2-6 ივლისს გამართული ყოველწლიური სესიის შემდეგ მიიღეს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ რუსეთმა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრის გადაწყვეტილება სრულად უნდა განახორციელოს.

„ხაზს ვუსვამთ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრის გადაწყვეტილების რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელების აუცილებლობას“,- აღნიშნულია დეკლარაციაში.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ასევე გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალში გაუარესებულ ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მდგომარეობას, რაც, მათი შეფასებით, გამოწვეულია იქ მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური თავისუფლებისა და უფლებების დარღვევის შედეგად.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img