16.04.2024
- Advertisement -spot_img

ევროკავშირი-აშშ-ის სამიტის დეკლარაცია – მხარს დავუჭერთ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას რეფორმების გზას

ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი განცხადების თანახმად, გაგრძელდება მუშაობა სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის, მდგრადობისა და სტაბილურობისკენ.

ბრიუსელში გამართული ნატო-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ 36 პუნქტიან განცხადებაში საქართველოზეც არის საუბარი.

„ჩვენი პოლიტიკისა და მოქმედებების კოორდინაციის მიზნით, ჩვენ ვგეგმავთ აშშ-ევროკავშირის მაღალი დონის დიალოგის დამყარებას რუსეთთან დაკავშირებით. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიმდინარე ქმედებებს, რომ ძირი გამოუთხაროს უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, განვაგრძოთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და მხარს დავუჭერთ უკრაინის, საქართველოსა და მოლოდვას რეფორმების გზას. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ვიმუშაოთ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის, მდგრადობისა და სტაბილურობისკენ“ , – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img