23.11.2024

ევროკავშირი ვლადიმერ პუტინსა და სერგეი ლავროვს სანქციებს დაუწესებს

ევროკავშირის დიპლომატებმა დაამტკიცეს გეგმა რომ სანქციები დაუწესონ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს უკრაინაში განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო.

სანქციები ითვალისწინებს ლავროვისა და პუტინის საზღვარგარეთ აქტივების გაყინვას.

ევროკავშირის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სანქციები არ შეეხება პუტინისა და ლავროვის მოგზაურობის შეზღუდვას, რადგან ევროკავშირს სურს დიპლომატიური გზები ღია დატოვოს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა. მისი თქმით, ევროკავშირი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს სანქციებს დაუწესებს.

ბერბოკმა ბრიუსელში გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება პასუხისმგებელია მის მიერ წარმოებულ ომზე, რასაც უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან.

“ჩვენ ახლა სასანქციო სიაში პრეზიდენტ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს შევიყვანთ. ისინი პასუხისმგებელი არიან იმ ფაქტზე, რომ უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან უკრაინაში და იმ ფაქტზე, რომ საერთაშორისო სისტემა ფეხქვეშ არის გათელილი და ჩვენ, როგორც ევროპელები ამას არ ვეთანხმებით “, – განაცხადა ბერბოკმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img