04.12.2021
- Advertisement -spot_img

ევროკავშირის მარეგულირებელმა 5-დან 11 წლამდე ბავშვების აცრას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის წამლების მარეგულირებელმა ორგანომ (EMA) მხარი დაუჭრია 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების აცრას და Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აღნიშნული ასაკის ბავშვებს ვაქცინის 10 – მიკროგრამიანი დოზით, ორჯერ, სამი კვირის შუალედით აცრიან.

მარეგულირებელმა ორგანომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპა პანდემიის მეოთხე ტალღამ მოიცვა. ჯანდაცვის ექსპერტების განმარტებით, ვაქცინისგან მიღებული სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება შესაძლო რისკებს. 

ცნობისათვის, ევროკავშირის ქვეყნებისთვის „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინის 12-17 წლის ბავშვებში გამოყენება მიმდინარე წლის მაისში დაამტკიცეს.

 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დაჯარიმდა და დაილუქა

შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს. „მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img