ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (COREPER II) მიიღო. საუბარია პერსონალურ და ეკონომიკურ სანქციებზე, რომლებსაც ევროკავშირი რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო უწესებს. ინფორმაციას ევროპული საბჭოს საფრანგეთის დელეგაცია ავრცელებს.
“სანქციები განხილულია ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციების ფარგლებში. პაკეტი მიმართულია იმ ფიზიკური და იურიდიული პირების სანქციებში მოყოლაზე, რომლებიც კავშირში არიან უკრაინის წინააღმდეგ წარმართულ აგრესიასთან, ასევე სანქციები შეეხება რუსული ეკონომიკის გარკვეულ სექტორებს. სანქციები ამოქმედდება მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტში აისახება”, – წერია განცხადებაში.
მანამდე ევროკავშირის პრეზიდენტმა ურსულა ვონ დერ ლაიანმა Twitter-ზე დაწერა, რომ სანქციების შესახებ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის უკვე ესაუბრა.
“ევროკავშირი უკრაინის გვერდში დგას. პუტინთან ომი ყოველდღიურად უფრო და უფრო უმოწყალო ხდება. ესევე უკრაინას მხარს ვუჭერთ მაკროფინანსური დახმარებით, რომელიც 1.2 მილიარდ ევროს გამოყოფას ითვალისწინებს და ჰუმანიტარული დახმარებით, 500 მილიონი ევროს ოდენობით”, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიანი.