უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, ევროპაში რუსი ოლიგარქების 10 მლრდ ევროს ღირებულების ქონება დააყადაღეს. ამის შესახებგავლენიანი გერმანული გამოცემა Deutche Welle იუწყება.
ევროკომისია კანონის განხილვას გეგმავს, რომელიც ოლიგარქების დაყადაღებული ფულის უკრაინის აღსადგენად გამოყენებას ითვალისწინებს.
„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი შესაძლებლობა, მათ შორის დაყადაღებული რუსული ქონება“, – განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შემდეგ ევროკავშირმა რამდენიმე რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, რადგანაც მათ ომის მხარდაჭერა ჰბრალდებათ. ერთი თვის განმავლობაში 29,5 მლრდ ევროს ღირებულების ქონება იყო დაყადაღებული, მათ შორის ოლიგარქების და „რუსეთის ბანკის“ კუთვნილი ქონება.