19.04.2024
- Advertisement -spot_img

თბილისი ენერჯი-სახლში მარტო დატოვებული ბავშვები და მეზობლები დიდ უბედურებას გადაურჩნენ

ომპანია „თბილისი ენერჯი“ ისანში, საცხოვრებელ ბინაში გაზის გაჟონვის შესახებ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შემთხვევა პასუხისმგებლიანი მეზობლის წყალობით მსხვერპლის გარეშე დასრულდა. 

„ისანში, ყვარლის ქუჩაზე, ბინაში სადაც გაზი ჟონავდა, ბავშვები მარტო იყვნენ. ყურადღებიანი მეზობლის წყალობით და სწრაფი რეაგირების სამსახურის ოპერატიული მოქმედებით, სახლში მარტო დატოვებული ბავშვებიც და მეზობლებიც დიდ უბედურებას გადაურჩნენ.

მეზობელმა როგორც კი სადარბაზოში გაზის სუნი იგრძნო, სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე 114-ზე დარეკა.


„სადარბაზოში გაზის სუნია“ – ზარი ისნის რაიონიდან, ყვარლის ქუჩიდან შემოვიდა. სწრაფი რეაგირების სამსახური ადგილზე მალე მივიდა. შემოწმდა მთელი სადარბაზო. სპეციალურმა ლაზერულმა აპარატმა გაზის მაღალი კონცენტრაცია პირველ სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში დააფიქსირა.

ბინაში მხოლოდ ბავშვები აღმოჩნდნენ. გაზქურის ონკანი კი ღია მდგომარეობაში იყო, საიდანაც გაზი ჟონავდა. შემოწმებისას ასევე აღმოჩნდა, რომ თავად გაზქურაც დაზიანებული იყო და გაზი ჩაკეტილ მდგომარეობაშიც ჟონავდა. გაზგაყვანილობა კი კუსტარულად იყო დამონტაჟებული. მოკლედ რომ ვთქვათ 114-ის ბიჭებმა თითქმის ყველა საშიში დარღვევა ნახეს რაც ყველა შემთხვევაში აფეთქებას გამოიწვევდა.

ბინა განიავდა და გაზი გადაიკეტა. ბავშვების მშობლებიც მალევე გამოჩნდნენ. მათ გაზის უსაფრთხო მოხმარებაზე გაფრთხილება მიიღეს და ინსტრუქცია ჩაუტარდათ.

ყურადღებიან მეზობელს კი კომპანიის სახელით მადლობას ვუხდით მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის. მის რომ დროულად არ დაერეკა თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების ნომერზე 114 ყველაფერი ტრაგედიით დასრულდებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიის განმარტებით, ბუნებრივი აირის უსაფრთხო მოხმარებაზე პასუხისმგებლობა აბონენტს ეკისრება.

„არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. ნუ რისკავთ საკუთარი ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლით.

გაზის უსაფრთხო მოხმარებაზე პასუხისმგებელია აბონენტი. თბილისი ენერჯი ნებისმიერ დროს უფასოდ ამოწმებს თქვენს სახლში გაზის ქსელის უსაფრთხოებას“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img