17.09.2021
- Advertisement -spot_img

ევროპარლამენტმა მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებითი დაშვება სახელმწიფო ტერორიზმის აქტად აღიარა

ევროპარლამენტმა მინსკში ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებითი დაშვება სახელმწიფო ტერორიზმის აქტად აღიარა. რეზოლუციაში ევროპარლამენტარებმა მომხდარ ფაქტს ასევე თვითმფრინავის გატაცება უწოდეს.  რეზოლუციას მხარი 626-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა, 16 – წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 36-მა ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.

ევროპარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუწესოს სანქციები აღნიშნულ ინციდენტში ჩართულ პირებს.

ევროპარლამრნტში აცხადებენ, რომ ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა დააწესოს სანქციების შემდეგი პაკეტი მათ წინააღმდეგ, ვინც მონაწილეობა მიიღო ბელარუსში არჩევნების გაყალბებასა და ადამიანის უფლებათა დარღვევებში.

რეზოლუცია ასევე მოითხოვს ბელარუსის მონაწილეობის შეჩერებას საერთაშორისო სპორტულ ორგანოებსა და საერთაშორისო ღონისძიებებში, მათ შორის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში და ტოკიოს ოლიმპიადაზე.

შეგახსენებთ, 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ინფორმაცია ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ არ დადასტურდა. თვითმფრინავის მინსკში დაშვების შემდეგ, ბელარუსმა სამართალდამცველებმა 26 წლის რომან პროტასევიჩი დააკავეს. ის ბელარუსში ძებნილად მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც აქტივისტ/ჟურნალისტი ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართულ აქციებში იღებდა მონაწილეობას.

25 მაისს ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მეგის ქარდავას ექსტრადირება. 11 საქმიდან ხუთზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ექვსზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.

1tv.geმეგის ქარდავას მიმართ წარდგენილი ერთ-ერთი ბრალდება უვადო პატიმრობას ითვალისწინებსმეგის ქარდავას ექსტრადიციასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img