19.04.2024
- Advertisement -spot_img

ევროპაში Covid 19-ის ახალი სამხრეთ აფრიკული ვარიანტის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ევროპაში Covid 19-ის ახალი ე.წ სამხრეთ აფრიკული ვარიანტის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

B.1.1.529 ვარიანტი ბელგიაში ახალგაზრდა ქალს აღმოაჩნდა.

The Guardian-ის ცნობით, კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული ვარიანტი, ახალგაზრდა, აუცრელ ქალს დაუფიქსირდა, რომელმაც თურქეთიდან ეგვიპტეში იმოგზაურა. 11 დღეში კი გრიპის მსგავსი სიმპტომები განუვითარდა.

ინფიცირებულს სამხრეთ აფრიკასთან ან სამხრეთ აფრიკის ნებისმიერ ქვეყანასთან კავშირზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გამოცემის ინფორმაციით, სიმპტომები დაინფიცირებული ქალის ოჯახის წევრებს არ აღენიშნებათ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ახალი, B.1.1.529 ვარიანტის დაფიქსირების გამო სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღეს ბრიტანეთმა, ისრაელმა, იაპონიამ, იტალიამ, ჩეხეთმა და გერმანიამ. არსებული ვითარების შესაფასებლად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები დღეს სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავენ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img