08.12.2021
- Advertisement -spot_img

ევროპაში გაზის ფასი 20%-ით გაიზარდა

ევროპაში გაზის ფასი 20%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 1,300 აშშ დოლარს მიაღწია.

ნოემბრის ფიუჩერსების ფასი ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე 1317,9 აშშ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, ევროპის ხუთი ქვეყანა გაზის ფასის რეკორდული ზრდის მიზეზების გამოძიებას ითხოვს. საფრანგეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, ჩეხეთი და რუმინეთი ევროკავშირს მოუწოდებენ, მიიღოს სასწრაფო ზომები და ევროპაში გაზის ფასების რეკორდულად გაზრდის მიზეზები გამოიძიოს. ამ ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ევროკავშირს სთხოვენ, შეიმუშაოს ინსტრუმენტები იმისთვის, რომ „ფასების დრამატულ ზრდაზე დაუყოვნებლივი რეაგირება“ მოახდინოს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აუცილებელია გაზის შესყიდვების კუთხით კოორდინაციის გაზრდა.

ზოგადად, ფასების მატების მიზეზებს შორის სახელდება ბოლო გრძელი და ცივი ზამთრის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარება, ამას ასევე ემატება სამრეწველო საწარმოების მიერ მნიშვნელოვნად მომატებული მოხმარებაც, რომლეთაც COVID-19 პანდემიის შენელების შემდეგ აქტიურად გაანხლეს წარმობა.

ენერგიაზე საერთაშორისო ფასები ასევე გაიზარდა, ევროპაში ქვანახშირის ელექტროსადგურების ემისიებზე შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების, ბირთვული ელექტროსადგურებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისა და აზიაში თხევად გაზზე მოთხოვნის გაზრდის გამო.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმანაც, რომ რუსულმა “გაზპრომმა” ზაფხულის განმავლობაში შეამცირა გაზის მიწოდება ევროპაში. შედეგად, ევროპის გაზსაცავებს ჩვეულებრივზე უფრო მცირე რეზერვები აქვთ.

წყარო: energynews.ge

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი მთავრობა დამტკიცებულია. საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ წარდგენილ მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img