28.03.2024
- Advertisement -spot_img

ევროპის წამლის სააგენტომ „ასტრაზენეკას“ გვერდითი მოვლენები დაადასტურა

ევროპის წამლის სააგენტო EMA აცხადებს, რომ „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინისა და თრომბის ძალიან იშვიათ შემთხვევებს შორის შესაძლო კავშირი დაადგინა. ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანომ ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა.

„EMA-ს მედიკამენტების რისკების შეფასების კომიტეტმა დაასკვნა, რომ „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინის ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტების ჩამონათვალში შეტანილი უნდა იყოს უჩვეულო თრომბები და დაბალი თრომბოციტები. EMA შეახსენებს ჯანდაცვის პროფესიონალებს და ვაქცინის მიმღებ ადამიანებს, რომ გაითვალისწინონ თრომბის ძალიან იშვიათი შემთხვევების ალბათობა, თრომბოციტების დაბალ დონესთან ერთად ვაქცინაციიდან 2 კვირის განმავლობაში. ჯერჯერობით, დაფიქსირებული შემთხვევათა უმეტესობა 60 წლამდე ასაკის ქალებში ვაქცინაციიდან 2 კვირის განმავლობაში გამოვლინდა. ამჟამად არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, კონკრეტული რისკის ფაქტორები არ არის დადასტურებული“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ კომიტეტმა მხედველობაში მიიღო ამჟამად არსებული ყველა მტკიცებულება. ევროპის წამლის სააგენტო ვაქცინირებულ ადამიანებს ურჩევს, მაშინვე მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, თუკი გამოუვლინდათ რომელიმე სიმპტომი.

„დაფიქსირებული თრომბებისა და დაბალი თრომბოციტების კომბინაცია ძალიან იშვიათია და ვაქცინის საერთო სარგებელი COVID-19– ის პრევენციაში აჭარბებს გვერდითი მოვლენების რისკს. მედიკამენტების რისკების შეფასების კომიტეტი ხაზს უსვამს სწრაფი სამედიცინო მკურნალობის მნიშვნელობას. თრომბების და დაბალი თრომბოციტების ნიშნების შემჩნევით და მათი ადრეული მკურნალობით, ჯანდაცვის პროფესიონალებს შეუძლიათ დაეხმარონ პაციენტებს გამოჯანმრთელებაში და თავიდან აიცილონ გართულებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img