20.04.2024
- Advertisement -spot_img

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი თბილისს მომავალ კვირას ეწვევა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში  ვიზიტით ჩამოდის. ოფიციალური ინფორმაციით, მას დაგეგმილი აქვს შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშილთან, სალომე ზურაბიშვილთან, არჩილ თალაკვაძესთან  და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

გარდა ამისა, განცახდებაში აღნიშნულია, რომ ის “ადმინისტრაციული საზღვრის ხაზთანაც” ჩავა.

შარლ მიშელს საქართველოს გარდა, დაგეგმილი აქვს ვიზიტი მოლდოვასა და უკრაინაში, რომლებიც 28 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით გაიმართება. თავდაპირველად ის მოლდოვაში ჩავა, შემდეგ საქართველოს და უკრაინას ეწვევა. დღის წესრიგში განსახილველ თემებს შორის იქნება ორმხრივი თანამშრომლობა პანდემიის პირობებში და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი.

„ორმხრივი ურთიერთობებისა და Covid-19- ის წინააღმდეგ ჩვენი საერთო ბრძოლის გარდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი, ასევე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება დღის წესრიგში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img