04.12.2021
- Advertisement -spot_img

შარლ მიშელის სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა დასრულდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოში  ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და დილიდან შეხვედრებს მართავს.

შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშილს შეხვდა. შეხვედრა მხარეებს შორის ათონელის რეზიდენციაში გაიმართა, შეხვედრის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა და შარლ მიშელმა   ერთობლივი განცხადებები გაკეთეს პრესისთვის.

„ამ ქვეყანას, როგორც არასდროს, სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება და დიალოგი, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჩვენ უნდა შევძლოთ და დროზე მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია, ჩვენს საზოგდოებას ეს უნდა და სხვა არაფერი

პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე მათ დეტალურად განიხილეს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება.

„ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდი, რაც მოდის ევროკავშირის გზაზე. ჩვენ უნდა შევძლოთ და დროზე მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია, ჩვენს საზოგდოებას ეს უნდა და სხვა არაფერი. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა მხრიდან იმას ნიშნავს, რომ რაც არის საზოგადოების მოთხოვნა, ის შესრულდეს და იმ გზაზე წაიყვანონ საქართველო, რომლიც საზოგადოების მიერ არის მოთხოვნილი გზა. დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო! თქვენი ადგილი და ჩვენი ურთიერთობა არის მყარი და მუდმივი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეს. ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა საოკუპაციო ხაზს, დაესწრება ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნას.

შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს. საქართველოდან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინას ეწვევა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დაჯარიმდა და დაილუქა

შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს. „მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img