28.11.2021
- Advertisement -spot_img

ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოშია

საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი სამუშო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი შეხვედრებს დღეიდან დაიწყებს. თავდაპირველად ის საკანონმდებლო ორგანოში გამართავს აუდიენციას.

კერძოდ, რიკ დემსი ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას შეხვდება, მოგვიანებით კი, საპარლამენტო ოპოზიციის და უმრავლესობის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაგეგმილია რიკ დემსის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთანაც.

შეხვედრები გაიმართება ასევე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარეებთან და ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან.

რიკ დემსის საქართველოში ვიზიტი ორდღიანია და ის 28 ივლისს დასრულდება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა

Reuters-ის ინფორმაციით, კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. კერძოდ, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და იტალიაში. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, საჯიდ ჯავიდის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img