18.01.2025

FACEBOOK-ის ახალი სახელწოდება META იქნება

Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, კომპანია სახელს შეიცვლის და ტექნოლოგიური გიგანტის ახალი სახელწოდება Meta იქნება. 

ცუკერბერგის განმარტებით, რებრენდინგი კომპანიის ახალ მიმართულებას, ვირტუალურ რეალობასა (VR) და მეტავერსს უკავშირდება. 

“ჩვენ ვგეგმავთ, რომ მოსახლეობის აღქმაში სოციალური მედიის კომპანიიდან მეტავერსულ კომპანიად გარდავისახოთ”. – თქვა ცუკერბერგმა. 

მეტავერსი ციფრული სამყაროა, ერთგვარი სიმულაცია, სადაც მომხმარებლებს საკუთარი საცხოვრებელი გარემოს, პერსონაჟისა თუ ნებისმიერი სხვა სახის პროექტის შექმნა შეუძლიათ, იქნება ეს მუზეუმი, თეატრი, კლუბი თუ სხვა. 

ამჟამად არსებული მეტავერსებით სარგებლობა პერსონალური კომპიუტერებით, სმარტფონებითა და VR მოწყობილობებითაა შესაძლებელი. კომპანია Facebook-ის გეგმაა, რომ მომხმარებლებმა 2-განზომილებიანი სოციალური პლატფორმიდან 3-განზომილებიან ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლონ და FB-ის VR-სათვალეებით ციფრული სამყაროს ნაწილნი გახდნენ. 

აღსანიშნავია, ცვლილება მხოლოდ კომპანიას შეეხება და არა უშუალოდ სოციალურ ქსელებსა და მის პროდუქტებს, ანუ Instagram-ის, Facebook-ის, WhatsApp-ისა და Oculus-ის სახელები არ შეიცვლება, მხოლოდ მათი მფლობელი ჰოლდინგი შეიძენს ახალ სახელწოდებას.

ექსპერტების შეფასებით, კომპანიის რებრენდინგი მოსალოდნელი და ლოგიკური მოვლენაა, რადგან ტრილიონიანი ტექნოლოგიური გიგანტის ამბიციები და შესაძლებლობები უკვე დიდი ხანია გასცდა მხოლოდ სოციალური ქსელების ჰოლდგინს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img