23.11.2024

Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა

ამერიკულმა  Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა. სიის სათავეში კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე, მაკენზი სკოტია. Forbes-მა მაკენზი სკოტს პირველი ადგილი მის მიერ გაწეული საქველმოქმედო საქმიანობისთვის მიანიჭა.

რეიტინგის პირველ სამეულში ასევე შედიან შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების რეიტინგს სათავეში ზედიზედ 10 წლის განმავლობაში,  2011 წლიდან 2021 წლამდე, გერმანიის კანცლერი,  ანგელა მერკელი ედგა. წელს მან კანცლერის თანამდებობასთან ერთად მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალის სტატუსიც დატოვა.

2021 წლის ყველაზე გავლენიანი ქალების სიის ათეული:

მაკენზი სკოტი – მწერალი, მილიარდერი;

კამალა ჰარისი – აშშ-ის არჩეული ვიცე-პრეზიდენტი

კრისტინ ლაგარდი – ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი;

მერი ბარა – General Motors-ის გენერალური დირექტორი;

მელინდა გეიტსი – ქველმოქმედი, ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის თანათავმჯდომარე;

ებიგეილ ჯონსონი – Fidelity Investments-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი;

ანა ბატრისია ბოტინი – Stander Group-ის ხელმძღვანელი;

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკომისიის პრეზიდენტი;

ცაი ინ ვენი – ტაივანის პრეზიდენტი;

ჯული სვიტი – Accenture-ს გენერალური დირექტორი.

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელიზაბეტ II-მ საჯარო გამოსვლების რაოდენობის შემცირებისა და სამეფო ოჯახის სკანდალის გამო 24 პოზიცია დაკარგა და 70-ე ადგილზე გადავიდა. 

ჟურნალი რეიტინგს უკვე მეთვრამეტედ ადგენს

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img