28.03.2024
- Advertisement -spot_img

G7 ლიდერები ბარბექიუზე

„დიდი შვიდეულის“ სამიტი, რომელიც დიდ ბრიტანეთში 11-13 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს დღეს დასრულდება.

ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონსონის ოჯახმა G7 ლიდერებისა და მათი მეუღლეებისათვის barbecue party გამართა. საღამოს წვეულებაზე განსაუთრებული ყურადღების ცენტრში პატარა ბოჯო იყო, პრემიერ მინისტრის 1 წლის შვილი. ბრიტანეთის პრემიერის მეუღლემ კერი ჯონსონმა დიდი შვიდიანის ქვეყნების პირველ ლედებს და იოაკიმ ზაუერს , კანცლერ ანგელა მერკელის მეუღლეს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ თეატრში ღია ცის ქვეშ- მინაკის თეატრში, უმასპინძლა.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ოჯახის მიერ გამართულ ბარბექიუმდე კი გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს კორნუოლის საგრაფოში მდებარე ბოტანიკურ ბაღში, „ედემში“ უმასპინძლა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

პრეზიდენტის რანგში პირველი შეხვედრა გამართა დედოფალთან ჯო ბაიდენმა, რომელიც აშშ-ის რიგით მე-13 პრეზიდენტია ელისაბედ მეორეს 69-წლიანი მმართველობის პერიოდში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img