29.03.2024
- Advertisement -spot_img

G7 – მილიონობით ადამიანი შიმშილით მოკვდება თუ რუსეთი არ დაუშვებს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ბლოკირებული პორტებიდან

რუსეთის მიერ შავი ზღვის ბლოკადა მთელ მოსახლეობას შიმშილისკენ უბიძგებს. მილიონობით ადამიანი შიმშილით მოკვდება თუ რუსეთი არ დაუშვებს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ბლოკირებული პორტებიდან, – ამის შესახებ “დიდი შვიდეულის” საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს.

„რუსეთის არაპროვოცირებულმა და წინასწარგანზრახულმა აგრესიულმა ომმა გააუარესა გლობალური ეკონომიკური პერსპექტივა საკვების, საწვავისა და ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდით. რუსეთთან ერთად, რომელიც ბლოკავს უკრაინის მარცვლეულის გასასვლელ მარშრუტებს, ახლა მსოფლიო დგას სასურსათო დაუცველობისა და არასრულფასოვანი კვების მდგომარეობის გაუარესების წინაშე. ეს იმ დროს, როდესაც 43 მილიონი ადამიანი უკვე ერთი ნაბიჯით იყო დაშორებული შიმშილისგან“, – აღნიშნულია “დიდი შვიდეულის” წევრი ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინა მსოფლიოში ხორბლისა და სიმინდის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი ქვეყანაა. ამ თვის დასაწყისში გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორმა მარტინ ფრიკმა განაცხადა, რომ უკრაინის პორტებში დაახლოებით 4,5 მილიონი ტონა მარცვლეულია ბლოკირებული.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img