13.10.2024
- Advertisement -spot_img

გაერო – ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ინფორმაციით, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დაახლოებით 5 133 747 უკრაინელმა ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღევანდელი მაჩვენებელი გუშინდელთან შედარებით, 48 387-ით გაიზარდა. ქვეყნიდან წასულთა 90%-ს ქალები და ბავშვები შეადგენენ.

როგორც BBC-ი იუწყება, უკრაინელი ლტოლვილები რამდენიმე ქვეყანამ მიიღო, მაგრამ უმეტესობა პოლონეთში წავიდა. ქვეყნიდან წასული ყოველი 10 ადამიანიდან დაახლოებით 6 პოლონეთში მიდის. პოლონეთში ჯამში დაახლოებით 2 867 241 ადამიანი გადავიდა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

წინასაარჩევნო PR სტრატეგიები და ომის შიშით მანიპულაცია | ინტერვიუ ირა ჭელიძესთან

ინტერვიუ პოლიტიკური PR ტექნოლოგიების სპეციალისტთან ირა ჭელიძესთან. განვიხილავთ წინასაარჩევნო კამპანიებს, როგორ იზიდავენ ჩვენს ხმებს პარტიები.  რა სტრატეგიებით მუშაობენ და...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img