24.07.2021
- Advertisement -spot_img

გაერო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ანტონიო გუტერეში მეორე ვადით დაამტკიცეს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ანტონიო გუტერეში ორგანიზაციის გენერალურ მდივნად მეორე ვადით დანიშნა.

ანტონიო გუტერეში გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობას მეორე ვადით 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე დაიკავებს.

ხელახალი არჩევისთანავე, გუტერეშმა ფიცი დადო და სიტყვით მიმართა გაერო-ს წევრ ქვეყნებს – “გააკეთონ ყველაფერი, რათა გადაილახოს არსებული გეოსტრატეგიული განხეთქილებები და დისფუნქციურ ძალთა ურთიერთობები. ძალიან ბევრი ასიმეტრია და პარადოქსია. ისინი უნდა მოვაგვაროთ“, – აღნიშნა გუტერეშმა.

აღსანიშნავია, რომ ანტონიო გუტერეში ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეას წარუდგინეს. ის გაეროს რიგით მეცხრე გენერალური მდივანია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ამერიკის ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოშია

ამერიკის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია. თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი ამ წუთებში დაეშვა. ამერიკის საჩუქარს აეროპორტში ჯანდაცვის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img