გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინაში ომის შედეგად 8691 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა.
ორგანიზაციის ცნობით, აქედან დაღუპულია მინიმუმ 3998 და დაშავებულია მინიმუმ 4693 მშვიდობიანი მოქალაქე.
ამასთან, გაერო-ში მიიჩნევენ, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მსხვერპლი ძირითადად გამოწვეულია ასაფეთქებელი იარაღების გამოყენების, ასევე მძიმე არტილერიითა და სარაკეტო დანადგარებით დაბომბვის შედეგად.