გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში რუსული ჯარების მხრიდან ძალადობის ბრალდებებზე გამოძიების წარმოებას ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ რეზოლუციას მხარი ჩინეთმა არ დაუჭირა.
როგორც Sky News-ი წერს, უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ თებერვლის ბოლოს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, ასობით ეჭმიტანილი სამხედრო დამნაშავე გამოავლინეს.
შეგახსენებთ, დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანომ ჟენევაში საგანგებო სხდომა გამართა, რათა უკრაინაში მოსკოვის სავარაუდო დარღვევების მტკიცებულებები განიხილონ.