გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში უკრაინაში ჩავიდა და ბუჩას ესტუმრა. მანამდე გუტიერეში რუსეთში იმყოფებოდა და ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
გუტიერეშმა ბუჩაში მასიური საფლავი ნახა და განაცხადა, რომ საჭიროა სიღრმისეული გამოძიება და პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.
„აქ, ვგრძნობთ რამდენად მნიშვნელოვანია სიღრმისეული გამოძიება და პასუხისმგებლობის საკითხი.
მე სრულად ვუჭერ მხარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) და მოვუწოდებ რუსეთის ფედერაციას, ითანამშრომლოს ICC-თან. მაგრამ, როცა ვსაუბრობთ ომის დანაშაულებზე, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ყველაზე საშინელი დანაშაული თავად ომია“, – განაცხადა გუტიერეშმა.