პანდემია დასრულებისგან ჯერ კიდევ შორსაა – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტიერეშმა განაცხადა.
“COVID-19-ით ოთხი მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ეს მტკივნეული ეტაპი შეხსენებაა იმისა, რომ პანდემიის დასამარცხებლად ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ჩვენ უფრო სწრაფად უნდა ვიმოძრაოთ – მეტი ვაქცინით, მეტი სამართლიანობით და მეტი სოლიდარობით”, – განაცხადა გუტიერეშმა.
მისი თქმით, ვირუსი წამლის გავრცელებას წინ უსწრებს, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები “იმედის სხივს იძლევა”, ამ მხრივ მსოფლიოს დიდი ნაწილი ჩამორჩება.