24.04.2024
- Advertisement -spot_img

გამოსავალი არის გარდამავალი პერიოდისთვის მთავრობის შექმნა – ბადრი ჯაფარიძე

ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” ხელისუფლების გადადგომასა და გარდამავალი მთავრობის შექმნას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფრაქცია უმართავ პროცესებზე საუბრობს.

“პიკეტირება არის საშუალება, დავარწმუნოთ “ქართული ოცნება”, რომ მთავრობისადმი უნდობლობის საკითხის გარდა სხვა თემები ჩვენ არ უნდა განვიხილოთ. გამოსავალი ამ უმძიმესი კრიზისიდან არის, რომ ჩვენ დავითხოვოთ ეს მთავრობა. ამავე დროულად გარდამავალი პერიოდისთვის შევქმნათ მთავრობა, რომელიც იქნება კონსენსუსის საფუძველზე, რომ მან შეძლოს ამ ძალიან რთული ვითარების დამშვიდება, გახლეჩილი საზოგადოების შერიგება. სხვა შემთხვევაში ჩვენ გვექნება, სამწუხაროდ, უკონტროლო პროცესები რაც ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ჩვენი ამოცანაა, სწორედ წინ აღვუდგეთ ასეთი უკონტროლო პოზიციების განვითარებას.

ანტიქრისტიანული და ანტიეკლესიური არის ძალადობა უსუსურ ადამიანებზე, მათი ფეხქვეშ გაგდება, შეურაცხყოფა, ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი, რომ ეს არ აღკვეთეს, მათი პირიდან ქრისტიანობაზე ლაპარაკი არის ფარისევლობა. მათ, ვისაც ევალებოდა ამის აღკვეთა და არ გააკეთეს, ისინი არიან პირველი მებრძოლები სწორედ ქრისტიანობის და ეკლესიის წინააღმდეგი,” – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img