13.10.2024
- Advertisement -spot_img

გამყრელიძე – მაიმუნის ყვავილი არ არის ისეთი გავრცელებადი, როგორც სხვა რესპირაციული ვირუსები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ე.წ მაიმუნის ვირუსი არაა სხვა რესპირაციული ვირუსების მსგავსად გავრცელებადი, ამიტომ ვირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისაუბრა.

გამყრელიძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა დიდი დისკუსიის შემდეგ გამოაცხადა. მისი თქმით ეს არა პანდემია, არამედ გარკვეულ ჯგუფებში კონცენტრირებული ეპიდემიაა. თუმცა გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ქვეყნები მისი დიაგნოსტირებისა და ზედამხედველობისთვის მზად უნდა იყვნენ.

„მაიმუნის ყვავილი“ არ არის ისეთი გავრცელებადი, როგორც სხვა რესპირაციული ვირუსული დაავადებები, ამიტომ პანიკის საფუძველი არ არის. ეს არ არის საგანგებო მდგომარეობა, ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა. საკმაოდ დიდი დისკუსია იყო, გამოცხადებულიყო თუ არა. ივნისში ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კომიტეტმა ეს საკითხი განიხილა და მაშინ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ გამოცხადებულიყო. მაშინ იყო შემთხვევების რაოდენობა 3 000-მდე და 47 ქვეყანაში.

ამ ერთი თვის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა, 16 000-ზე მეტია 75 ქვეყანაში. იყო ისევ ორი დღის წინ ამ კომიტეტის სხდომა, სადაც კონსენსუსი ვერ მოხერხდა. ნაწილი გამოცხადებას ემხრობოდა, ნაწილი არა. შემდგომ ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება გამოცხადების შესახებ. მისი დასაბუთება გახლავთ ის, რომ ეს არ არის პანდემია. არის კონცენტრირებული ეპიდემია გარკვეულ ჯგუფებში, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ გაძლიერდეს ზედამხედველობა, დიაგნოსტიკა, ქვეყნების შესაძლებლობა და ეს გადაწყვეტილება მიიღეს“,- თქვა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში “მაიმუნის ვირუსთან” დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან 21 დღეა ვირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ანუ ვირუსი არ გავრცელებულა, ინფიცირებული 1 ადამიანი კი უკვე განიკურნა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ საქართველო ინფიცირების შემთხვევების ამოცნობისა და მკურნალობისთვის მზადაა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

წინასაარჩევნო PR სტრატეგიები და ომის შიშით მანიპულაცია | ინტერვიუ ირა ჭელიძესთან

ინტერვიუ პოლიტიკური PR ტექნოლოგიების სპეციალისტთან ირა ჭელიძესთან. განვიხილავთ წინასაარჩევნო კამპანიებს, როგორ იზიდავენ ჩვენს ხმებს პარტიები.  რა სტრატეგიებით მუშაობენ და...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img