23.11.2024

გამყრელიძე – პანდემია შესუსტებისკენ მიდის, დახურულ სივრცეში პირბადე ყველასთვის სავალდებულო ალბათ აღარ იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ვითარება საქართველოში სტაბილურია. მისი თქმით, „ყველა პარამეტრი გაუმჯობესებულია“ და ეს სტაბილური მდგომარეობა ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც გრძელდება.

ამირან გამყრელიძის თქმით, პირბადის სავალდებულო ტარების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროშიც და საკოორდინაციო საბჭოზეც და გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მალე მიიღებენ. „პირბადე უმრავლეს ქვეყანაში ღია სივრცეში მოხსნილია, ბევრ ქვეყანაში შემსუბუქებულია მისი ტარება დახურულ სივრცეში, მხოლოდ გარკვეული ჯგუფია, რომელიც ატარებს პირბადეს. თუმცა, სტაბილურმა ვითარებამ არ უნდა გაგვათამამოს. პანდემია მიდის შესუსტებისკენ, მაგრამ ჯანმოს ჯერ არ გამოუცხადებია დასრულებულად. დიდი იმედი მაქვს, ჯანმო რაღაც პერიოდში წელს ამას გამოაცხადებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img