განმუხურში ბიზნესმენ ვლადიმერ ვახანიას მკვლელობის ფაქტზე მკვლელი იდენტიფიცირებულია

31

განმუხურში ბიზნესმენ ვლადიმერ ვახანიას მკვლელობის ფაქტზე სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ მომენტისთვის საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ცნობისთვის, განმუხურში ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია მოკლეს. ის 2009 წელს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, ასევე ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლის ბრალდებით დააკავეს, სასჯელის მოხდის შემდეგ, 2012 წელს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.