24.04.2024
- Advertisement -spot_img

გარდაბნის მერი არ საუბრობს აუდიტის ანგარიშზე, რომელიც უკვე პროკურატურაშია BM.GE

რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი გამოაქვეყნა. სხვა საკითხებთან ერთად აუდიტის ანგარიშში საუბარია საწვავის არამიზნობრივ ხარჯვაზე. კერძოდ, დასკვნაში წერია, რომ 2018-2019 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ გაიხარჯა 823.7 ათასი ლარის ღირებულების 393.6 ტონა საწვავი და ის ხშირად იხარჯებოდა ავტომობილებზე არასამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს; ასევე, აუდიტმა დაადგინა, რომ ავტომანქანების ავზებზე გაწერილი იყო საწვავის ის ოდენობა, რაც მასში ერთ ჩასხმაზე არ ჩაეტეოდა და ა.შ. გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტმა აღმოაჩინა, რომ გარდაბნის გამგეობამ 5 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაკარგა – აუდიტორებმა მათი ადგილმდებარეობა ვერ დაადგინეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის ანგარიში ერთ-ერთი ის საქმეა, რომელიც სახელმწიფო აუდიტმა შემდგომი გამოძიებისთვის მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა. ირაკლი მექვაბიშვილის უწყება საგამოძიებო ორგანოსგან, ასევე, ცალკე ითხოვს გარდაბნის მუნიციპალიტეტში საწვავის ხარჯვის საკითხის შესწავლას.

ვიდრე გენერალური პროკურტურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგები გახდება ცნობილი, bm.ge-მ გადაწყვიტა, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაზე გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი ჩაეწერა, რომელიც ამ პოსტზე 2017 წლიდან მუშაობს, მაგრამ მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მერმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

bm.ge გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მერი აუდიტის სამსახურის დასკვნაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა უარის მიზეზის განმარტებისგან თავი შეიკავეს.

„მერი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს და ახსნა-განმარტებას ვერ მოგცემთ – რატომ. შეგიძლიათ დაწეროთ, რომ მერმა კომენტარი არ გააკეთა. არ ვეთანხმებით ბევრ რამეს. ჯერ კიდევ შესწავლის პროცესია, ბოლომდე არ არის დასკვნები დადებული და შესაბამისად, ჯერჯერობით, არ ვაკეთებთ კომენტარს“, – გვითხრეს გარდაბნის მერიის პრესსამსახურში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img